ქართულ ენაში არსებობს ზემოთქმულის აღმნიშვნელი ბრწყინვალე სიტყვა: მოწამე.
venerdì 7 dicembre 2007
მისტერიის გაცხადება
როცა სიტყვებით გამოთქვამ იდუმალებას, ხშირად თაური ძალა ეკარგება და ადრინდელთან შედარებით უდარესი ხდება. გაცილებით მარტივია სიტყვიერად გააცხადო მზიური აპოლონის მიერ დაფნესადმი ყოველდღიური ლტოლვის შინაარსი, მაგრამ სულ სხვაა, როცა მისი ზერელე მიღება-გაცხადების მაგივრად ხდება ამ შინაარსის გათავისება; მაშინ მისტერია მთელი შენი არსების გაკავებას იწყებს და ცხადდება უკვე არა სიტყვებით, არამედ მთლიანად შენი ცხოვრებით, თავად შენ ხდები უზენაესი იდუმალების სიტყვა და არ არსებობს რაიმე უფრო ხმამაღლად თქმული, ვიდრე ამგვარად გაცხადებული ჭეშმარიტება.
Etichette:
იდუმალება,
მზიური,
მისტერია,
მოწამე,
ჭეშმარიტება
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento