giovedì 27 marzo 2008
ფსიქოანალიზი და "ვეფხისტყაოსანი"

Etichette:
ალეგორია,
გამსახურდია,
ვეფხისტყაოსანი,
ზვიად,
ფსიქოანალიზი,
შოთა
mercoledì 26 marzo 2008
ნიჭი-საგანძური

თუკი ესა თუ ის ადამიანი საკმაოდ გულისხმიერია იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რა და როგორი ნიჭით დააჯილდოვა იგი უფალმა, მიხვდება საკუთარ როლს და მისიას ყოფიერებაში.
არ დაგვავიწყდეს, რომ ნიჭი ძველ ქართულში ნიშნავს არა ოდენ უნარს, არამედ საგანძურსაც. ჭკუა და ღვაწლია საჭირო ამ ზეგარდმობოძებული სიმდიდრის გამოსაყენებლად, გასანოყიერებლად და გასამრავლებლად.
sabato 22 marzo 2008
დრო, მეხსიერება, "ვეფხისტყაოსანი"

სულხან-საბას "სიტყვის კონა"-ში მახსოვრობა ძველ საქმეთა ცოდნითაა აღნიშნული და შესაბამისად, წარმავალ დროზე მაღლა დგას ის, ვისაც არა ოდენ წარსული, აწმყო და მომავალი აქვს ურღვევი ერთობით შეკრული, არამედ დაძლეული აქვს ისტორიული განზომილება და ზეისტორიული ხასიათისა გახადა საკუთარი აზროვნება.
ტყუილად არ აქვს მინიშნებული ანტიკური პედაგოგიკის კლასიკოსს, მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს, რომ თუ დრო დავიწყების იარაღადაა ცნობილი, მეხსიერება მისი მტერია.
ხუთი წლისა ვიყავ, როდესაც მამამ "ვეფხისტყაოსნის" შესწავლა დამაწყებინა. ძალიან მოძრავი ვიყავი და ვცდილობდი, ადრე მოვრჩენილიყავ სწავლას, რათა გართობისთვის გავთავისუფლებულიყავი. მამის ნებამ კი თავისი გაიტანა და ბოლოს იმდენი შემასწავლა, ყოველ კვირა დღეს უნდა გადამემეორებინა შოთაის საგა. მონიშნული მქონდა, ზუსტად ნახევარი საათი მჭირდებოდა აღქმულის გადასამეორებლად. მაშინ ეს პროცესი არ იყო ადვილი ჩემში მბორგავი ენერგიის გამო. თუმცა, უღრმესი მადლობა ჩემს ძვირფას მშობელს "ვეფხისტყაოსნისთვის", რადგან მისი შესწავლით ერთ-ერთი მრავალთაგანი სიკეთე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მებოძა ისაა, რომ უკეთესი სახით შემიძლია საკუთარი მეხსიერების გავარჯიშება.
ერთ-ერთი მხარე იმისა, თუ "ვეფხისტყაოსნის" მეშვეობით როგორ იმარჯვებდა ქართველი ერი დროის წარმავლობაზე
Etichette:
დრო,
ვეფხისტყაოსანი,
კვინტილიანე,
მამა,
მარადისობა,
სულხან-საბა,
შოთა
martedì 18 marzo 2008
ფილოსოფიისადმი დამოკიდებულებისათვის
არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, რომელნიც ამბობენ, რომ ფილოსოფოსები არცთუ იშვიათად "ტვინის დიდი მბურღველები" არიან: ისინი, ვინც ცუდად იცნობს ფილოსოფიურ ტრადიციას და ისინი, ვინც მას შესანიშნავად ფლობენ.
პირველთ მუდამ ფილოსოფიის უნაყოფობაზე აქვთ საუბარი; მეორენი კი, იმთავითვე ხვდებიან და იაზრებენ სიბრძნის სიყვარულის უცვლელ მნიშვნელობას და ამ უკანასკნელთა კრიტიკული დამოკიდებულება სხვა არაფერია, თუ არ ჯანსაღი რეაქცია ზოგიერთი ფილოსოფოსის მიერ დაშვებული ლაფსუსებისადმი, თუ ნაკლულოვანებებისადმი.
ფოლოსოფოსების შეცდომა ფილოსოფიას რაციონალური სადო-მაზოხიზმის ხასიათს სძენს, რადგან წინა ეპოქის, ან თაობის ნააზრევი ფუნდამენტალურად შეიძლება უარყოფილ იქნას მომდევნოსაგან (დეკარტი-რორტის გონებისა და სხეულის ურთიერთმიმართების, ასევე, აზროვნების პარადიგმა); და ის, ვინც სწავლობს აზროვნებათა სისტემის ცვალებადობათა თავგადასავალს, ასეთი ინტელექტუალური წნეხის ქვეშ ექცევა.
ამ მხრივ, მეცნიერება უფრო ზუსტი და სწრაფია. თუმცა, კაცობრიობის ისტორია გვარწმუნებს, რომ სწორედ, მის შიგნით დაშვებული ლაფსუსების გააზრება წარმოადგენს მეცნიერული წინსვლის ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზს. იგივე ეხება ფილოსოფიასაც მაშინ, როცა ხელოვნება პირველისა და მეორეს შემოქმედებითი და კრებითი ერთობა, ასახვა და საკუთარ თავში გადახარშვაა.

lunedì 17 marzo 2008
თვალი, ხედვა, ცოდნა, ჭეშმარიტება

ვიზიონერული მხარე ერთია, რაიც ჭვრეტას, ცოდნას აღნიშნავს, მაგრამ ეს ყოველივე არ მოასწავებს ჭეშმარიტებამდე მისვლას, მიღწევას, არამედ ხედვა მასთან მისასვლელი გზის ნახევარია და არა საბოლოო მიზანი.
მზერა, ცოდნა აადვილებს ჭეშმარიტების აღქმას და მასთან მიახლოებას. ამად, საკუთრივ ცოდნა კი არაა უზენაესი მისწრაფება, არამედ შუალედია ადამიანსა და ჭეშმარიტებას შორის.
Etichette:
თვალი,
ცოდნა,
ჭეშმარიტება,
ხედვა
სინამდვილე და ფიქცია
ჩვენ ყველგან და მუდამ ვხედავთ სიმბოლოებს, მაგრამ მათ რაოდენობრივ მხარეზე უფრო მნიშვნელოვანია თუ რა სახის არიან ისინი, ანუ არსებითია სიმბოლოთა ხარისხი.

პლატონის მიერ გამოყენებული გამოქვაბულის ალეგორიაში ჩვენ ვხედავთ გამოსახულებებს, რომელიც ფიქციაა. უკეთეს შემთხვევაში, ისინი შესაძლებელია გამოქვაბულს გარეთ არსებული რეალობის ამსახველნი იყვნენ. ეს საუკეთესო ურთიერთმიმართებაა ნამდვილსა და ფიქციას შორის და შედეგიც დადებითია, თუკი გარესამყაროსთან ურთიერთმიმართება მართებულად აისახება და დადებითად ზემოქმედებს ადამიანის შინაგან განცდებზე, შინაგან სამყაროზე, ანუ როცა ფიქციის სახით ადამიანის სინამდვილისკენ, თავისუფლებისაკენ, ნათლისაკენ მიმავალი გზის, ნიშნების პროიეცირება გვაქვს მოცემული.
... მაგრამ წარმოიდგინეთ შედეგები, როდესაც ფიქცია სინამდვილის ალეგორიული გადმოცემა კი არაა, არამედ მისგან საპირისპირო მიმართულებით, სიცრუისკენ, არარასკენ, სიბნელისკენ წარმმართებელი უსახურობა.

გამოქვაბული,
პლატონი,
სიმბოლო,
სინამდვილე,
ფიქცია
giovedì 13 marzo 2008
ზოდიაქოს მეფური ხერხემალი
ვერძი (მთავარი. ვერძული მზიურობა)-ლომი (მეფე. ლომური მზიურობა)-ღრიანკალი (იმპერატორი. არწივური მზიურობა: მორიელი-გველი-ფასკუნჯი-არწივი): ზოდიაქოს მეფური ხერხემალი.
როცა ხელოვნება და ცხოვრება სხვა და სხვაა
ხალილ ჯიბრანს თავის "სულიერ მაქსიმებში" ერთგან უწერია, რომ სენტენციები უმნიშვნელონი იქნებიან მანამ, სანამ არ იქცევიან ცხოვრებისეულ ჩვევად.
ჩანს, რომ დიდ ლიბანელ ხელოვანს გაუვლია ეტაპი, როდესაც გაუთავისებია, რომ თუკი ხელოვნება არ წარმოადგენს ღრმად ნაცხოვრებსა და შეგრძნებულს, რაც არ უნდა ლამაზი იყოს გარეგნულად, ფორმალურად, აუცილებლად განწირულია წარმავლობისათვის, გასაქრობად.
ამადაც იყო, რომ დავწვი ჩემი არაერთი ადრინდელი ნაწარმოები.

მაქსიმები,
სენტენციები,
ცხოვრება,
ხელოვნება,
ჯიბრანი
Iscriviti a:
Post (Atom)